fbpx

პრემიერ-მინისტრებიდან ღარიბაშვილია ჩემი სიმპათია, ვუჭერ მხარს-ზალიკო ბერგერი

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ერთ-ერთი იყო იმ ცნობილ ადამიანებს შორის, ვინც რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. მაშინ ზალიკომ მედიასთან თქვა, რომ კახა კალაძე მისი ბავშვობის მეგობარია და სწორედ ამიტომ ესწრებოდა ღონისძიებას.

თბილისის მერთან მეგობრობის ისტორიაზე ზალიკო ბერგერმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მეტიც, გაიხსენა აქამდე ყველასთვის უცნობი ამბავიც იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარნენ მას კახა კალაძე და ანუკი არეშიძე.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:“მეგობრების მიმართ ყოველთვის სუბიექტური ვარ. კახი არც ცუდი მერი და არც ცუდი პოლიტიკოსია, ეს ყველამ დავინახეთ და შევამჩნიეთ. მას მხარს არამარტო მეგობრობის გამო ვუჭერ, ბრწყინვალე, გამორჩეული მერი გვყავს. ჩემი მეგობრობის გარდა, მომწონს რასაც აკეთებს და მის მხარდასაჭერად მეც უნდა მივსულიყავი იმ საღამოს. პრემიერ-მინისტრებიდანაც ღარიბაშვილია ჩემი სიმპათია, ვუჭერ მხარს, არცერთი პრემიერ მინისტრი არ მომწონდა და ახლა მომსწონს რომ დაბრუნდა ღარიბაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, მეგობრებში ქალაქში ავტომობილების სიმრავლეზე ვლაპარაკობდით. მე არ მაქვს, ტაქსით ვმოძრაობ და ეს საკითხი დიდად არ მაწუხებს, თუმცა ქალაქში მართლაც ბევრი მანქანაა. ტაქსის მძღოლი მეუბნებოდა, ოთხი მანქანა მაქვსო, ალბათ იაფი ღირს ამდენი რომ აქვს… უნდა შემოიღონ ავტომობილების მასობრივი დაზღვევა, რაც ძვირი სიამოვნებაა და ამდენი აღარ ივლის. უცხოეთში ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობს, ჩვენთან კი ახლო მანძილზეც მანქანით მიდიან. ეს პრობლემაა, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია ჩვენს ქალაქში…

ანუკი არეშიძე ძალიან კარგი გოგოა, არაჩვეულებრივი. ნიჭიერი და ბრწყინვალე. ანუკი მის საქართველომდე გავიცანი და იმავე წელს გაიცნო კახიც.

ერთ ამბავს მოგიყვებით, ჯერ არავისთვის მომიყოლია, არც ტელევიზიაში მითქვამს აქამდე. წლების წინ, ვიდეო გავრცელდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიღწევებზე ვილაპარაკე, ბევრს ამის გამო წინა მთავრობის მხარდამჭერი ვგონივარ, რაც მიშამ ბათუმში ააშენა ძალიან კარგია, ამ სიტყვებს უკან არ წავიღებ, უკეთესები ააშენონ სხვებმა, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, ერთი უსიამოვნო ამბავი გადაგვხვდა თავს.

ზურა ხაჩიძე ჩემი დეიდაშვილია, დედაჩემი – ბელა ელექტროენერგიის მწარმოებელ, ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში მუშაობდა და ამ კომპანიის უფროსს უთხრეს, რომ ბელა ოპოზიციონერიის დეიდააო, რის გამოც, სამსახურიდან გამოუშვეს. საშინელი დღეები გადავიტანეთ, ბელა 2 წლის განმავლობაში ცოცხალ-მკვდარი იყო. პირველად ვყვები ამ ისტორიას, კომპანიას მიზეზი ჰქონდა, რომ ბელა სამსახურიდან გამოეშვა.

ეს ამბავი რთულად გადავიტანეთ… ძალიან ენატრებოდა ბელას თავისი სამსახური. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა, კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. კახის საკმარისი დრო არ ჰქონდა, ანუკამ კი ბევრჯერ იკითხა ბელას ამბები, წუხდა, რომ დედაჩემი აღარ მუშაობდა. ჩემთვის სამართლაინობა აღდა და ბელა სამსახურში დააბრუნეს – კახი ძალიან დაგვეხმარა…”- ამბობს ზალიკო ბერგერი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება