fbpx

პრემიერი: 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ეს მართლაც ისტორიული თარიღია

„8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ეს მართლაც ისტორიული თარიღია, როცა ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა და რეალური, ქმედით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. 8 წლის წინ, მე მქონდა პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით, ამ შეთანხმებაზე ხელი მომეწერა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არაერთი ხელშესახები შედეგი დადგა – ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება