სტატუსის წინააღმდეგ. არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მოგვცეს 12 პუნქტი. კი ბატონო, ვთქვით, რომ ვასრულებთ 12 პუნქტს და არა მარტო ვთქვით, შევქმენით სამუშაო ჯგუფები პარლამენტში, კონკრეტულ ჯგუფს პირადად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, შალვა პაპუაშვილი, გადანაწილებული იყო ეს ყველაფერი. გადაინაწილეს როლები რადიკალურ ოპოზიციაში, 2 თუ 3 პარტია შემოვიდა ჯგუფებში, 2-3 პარტია არ შემოვიდა, ვინც იყო პარლამენტში. 8 პარტიიდან ნახევარი შემოვიდა, ნახევარი – არა, ზუსტად არ მახსოვს. იქაც საბოტაჟი, წელიწად ნახევარი რადიკალური ოპოზიცია ერთხმად ლაპარაკობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ეს ხდებოდა 2023 წლის დეკემბრამდე და რომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმის მერეც ამას ამბობდნენ. გახხსოვთ მესიჯები, რომ ხალხს მიანიჭეს და ა.შ. ასეთ რამ არ ხდება, თუ ხელისუფლება განაცხადს არ აკეთებს, ვინ მოგანიჭებს კანდიდატის სტატუსს. შეიძლება მოსახლეობას ყაზახეთშიც უნდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ხელისუფლება თუ არ წარადგენს, ხელისუფლებას ენიჭება კანდიდატის სტატუსი ნებისმიერ ქვეყანაში. რამხელა მანიპულაცია და სპეკულაცია იყო, აქედან ჩანს. წელიწად ნახევარი რადიკალური ოპოზიცია, ყველა ეს პარტია მუშაობდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, დეკემბერში მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. დაიწყო ახალი ეტაპი, მოლაპარაკების გახსნის ეტაპი. ერთი წელიწადი მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა მოლაპარაკებების გახსნას, მაშინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ყველა პარტია, ყველა აცხადებდა. ოცნება თუა შენი კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაცია, როგორ შეიძლება, ამდენი ხანი, 3 წელი გამუდმებით საუბრობდე იმაზე, რომ არ უნდა მოგენიჭოს, არ უნდა მოგეცეს. ეს ხომ ფაქტებია. როგორ შეიძლება სამუშაო ჯგუფებს საბოტაჟს უცხადებდე. რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა. ასე გავატარეთ 3 წელი. მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის.
წარმოიდგინეთ სხვა სცენარი, თეორიულად ისევ – მოგვანიჭეს ივნისში რაც გვეკუთვნოდა, კანდიდატის სტატუსი, ქართველ ხალხს რომ ეკუთვნოდა და ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს. გრძელდება ეს პუნქტები ხომ, ვმუშაობთ პუნქტებზე. ხომ აბსოლუტურად, კითხვისნიშნის ქვეშ არავითარი ფორმით არ დადგებოდა ევროინტეგრაციის საკითხი და საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპული ბიუროკრატიის ურთიერთობის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.