პრემიერი – ტაჯიკეთის  პრემიერ-მინისტრთან  სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე  სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილეს. 

„ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შევხვდი და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი“, –  აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება