პრემიერი –  სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით, ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა და ძალიან ადვილია ნებისმიერი გაუნათლებელი პოლიტიკანისთვის, სპეკულირება, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ

კარგი. ჩვენი ეკონომიკა ამ ორი წლის განმავლობაში გაიზარდა 23,7 მლრდ ლარით. ესეც დამაკმაყოფილებელი ზრდის მაჩვენებელია. რაც შეეხება საერთო სოციალურ მდგომარეობას – არის უამრავი სოციალური პრობლემა, დაწყებული სიღარიბით. 350 000 ადამიანი საქართველოში დღეს ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა ეს პრობლემა რომ არ იყოს, ფასების პრობლემაც არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული. სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით. ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა და ძალიან ადვილია ნებისმიერი გაუნათლებელი პოლიტიკანისთვის, ე.წ. პოლიტიკოსისთვის სპეკულირება. მაგრამ ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი თემა უნდა გავხადოთ საზოგადოების განსჯის საგანი და კომისიაც ამიტომ შეიქმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო. ჩვენ შეგვეძლო, მთავრობაშიც წარგვემართა პროცესი და დასკვნებს გამოვიტანდით ამ თვეების განმავლობაში, მაგრამ საპარლამენტო კომისიის მთელი ხიბლი ის იყო, რომ  საზოგადოების თვალწინ წარიმართებოდა ეს პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება