fbpx

პორტუგალიის პრემიერი – უკრაინა, ისევე როგორც მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან

უკრაინა, ისევე როგორც მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან, – ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციამ მონაწილეობს.

როგორც ანტონიო კოსტამ განაცხადა, ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება ძალისხმევის გაღება მათი ინსტიტუციების რეფორმირებისთვის.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ გაფართოების პროცესს, რომ იმედი არ უნდა გავუცრუოთ მათ მოლოდინებს. ჩვენ თუ ძალიან სერიოზულად არ მივუდგებით ამ პროცესს, მოლოდინების იმედგაცრუებისთვის მომავალში უკუშედეგით დავზარალდებით. რას ნიშნავს ეს – პირველ რიგში, ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება ძალისხმევის გაღება მათი ინსტიტუციების რეფორმებისთვის, თუმცა ევროკავშირს ასევე სჭირდება საკუთარი ინსტიტუტების რეფორმა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო, ჩვენი ამჟამინდელი წესებით, ვერ შევძლებთ ახალი წევრების მიღებას. ჩვენ თუ გვსურს, ვიყოთ სერიოზულები და იყოს შედეგი მიწვევისას, გვჭირდება ძლიერი ევროპული საყრდენები, რათა მივიღოთ ეს ახალი წევრები ჩვენს ოჯახში და მათ აქ ელოდებიან“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერმა.

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

ამასთან, გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე გუშინ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება