fbpx

პოლიციამ დმანისში დაპირისპირებული მხარეების დაკავება დაიწყო

ამ წუთებში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა დმანისში. ერთმანეთს ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები და ეკომიგრნტი სვანები ფიზიკურად უპირისპირდებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეცრაზმი.

პოლიციამ უკვე დაიწყო დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების დაკავება. ამ წუთებში ხელჩართული ჩხუბია, ისინი ერთმანეთს ქვებს ესვრიან.

ცნობისთვის, ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება