fbpx

პოლიტიკის გამო ფსკერზე კი არ უნდა დახვიდე-ჩარკვიანი ხაზარაძეს

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში, “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან შედარების გამო გააკრიტიკა.

როგორც ჩარკვიანმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის დროს შეცდომებიც იყო და აღმშენებლობაც, ხოლო ივანიშვილმა “8 წელიწადია პირბადის საწარმოო ვერ გააკეთა.”

“მე ძალიან ვუფრთხილდები “ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობას. მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. მაგრამ, შე დალოცვილო ბათუმში რომ ზიხარ და ამბობ, ერთ ბოლოში იგივეა სააკაშვილი და მეორე ბოლოში ბიძინა ივანიშვილი – ეს ერთიდაიგივეაო, რაღაცნაირად აშენებული ბათუმის უნდა შეგრცხვეს. თავად რომ არ გაგიკეთებია, არ აგიშენებია არც ბორჯომი და არაფერი. მარტო გაცემული რომ გაქვს რუსებზე.

შეცდომები იყო – იყო! აღმშენებლობა იყო – იყო! ამიტომ ნუ  შეადარებ რა – 8 წელიწადია პირბადის საწარმოო ვერ გააკეთა კაცმა და ხეებს დააპროწიალებს.

სახელმწიფო ინსტიტუციების შენება იყო.  მამუკა ხაზარაძე რომ არ იყო ოპოზიციაში, მაშინ ვიყავი მე ოპოზიციაში. პოლიტიკის გამო ფსკერზე კი არ უნდა დახვიდე”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გაუზიარე!

Shares