fbpx

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალ მეთოდს გამოიყენებენ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ ცენტრში კოორნავირულ ინფექციაზე ტესტირება ახალი მეთოდით მოხდება, რომელიც მხოლოდ კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება.

ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გაიტესტა „ჯინექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც, ჩვენს კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ,

ეს არის უნიკალური მეთოდი. ალბათობა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმუმამდე არის დაყვანილი, რადგან მასში არ მონაწილეობს ადამიანის ფაქტორი.  „ჯინექსპერტ“ მეთოდი არ იქნება მასობრივი, ეს იქნება მხოლოდ კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო საშუალება,”- აცხადებს ლევან რატიანი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება