fbpx

პეტრე ცისკარიშვილი: აქციაზე ხალხი ჩვენ გამოვიყვანეთ

„ღუმელი სულ მუდამ ცხელი უნდა იყოს, ჩვენი გადმოსახედიდან პარტიების საქმე რაც არის -მუდმივად ტემპერატურა უნდა იყოს აწეული იმისათვის, რომ ხალხი ჩაერთოს,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, 7-9 მარტს აქციაზე შეკრებილი ხალხი თავისით არ გამოსულა. მისი თქმით, ამას წინ უძღოდა მათ მიერ მანამდე ჩატარებული 24 თებერვლის აქცია.

„თავისით ხომ არ გამოსულა პირველივე დღეს. მანამდე ჩვენი აქციებიც იყო, 24 თებერვლის აქციაც იყო, რეგიონებში ვმოძრაობდით, კომუნიკაცია გვქონდა ხალხთან, ავუხსენით რას აკეთებს ქოცური ხელისუფლება, ავუხსენით რომ რუსულ კანონს იღებენ, ვესაუბრეთ იმაზე, რომ ევროპული კარები დაიკეტება საქართველოსთვის,“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება