fbpx

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანაშემწეს ლაშა საქანიას შეხვდა

აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ განცხადებით, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანაშემწეს ლაშა საქანიას შეხვდა და ამ შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „არუაა“ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან  ინაშვილის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს.

როგორც მათ განცხადებაში წერია, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 აგვისტოს აფხაზეთში, გალის რაიონში  აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანამშემწე ლაშა საქანიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ფარული შეხვედრა გამართეს.

„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ უახლოეს მომავალში არ გავრცელდება ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ პარლამენტის წევრებს ვთხოვთ, მიმართონ ოფიციალურად შესაბამის სტრუქტურებს, რათა დაადგინონ ამ შეხვედრის მიზეზები და გამართონ მოსმენები შესაბამის კომიტეტში“ – ნათქვამია „არუას“ განცხადებაში.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares