პატრიარქმა სააკაშვილს სხვა რეალობის შესაცნობად სიმტკიცე უსურვა

გასაჯაროვდა პატრიარქის წერილი, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა.

„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, რომ პირველად წერილი მიხეილ სააკაშვილმა გაუგზავნა პატრიარქს, რომელშიც ულოცავს აღსაყდრების 45 წლისთავს.

წერილის ნამდვილობას ადასტურებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება