fbpx

გიორგი კალანდია: დღეს საქართველოში ერთი განსაკუთრებული კასტა ჩამოყალიბდა, რომელიც გელათში, ზუგდიდსა თუ ლევილში მხოლოდ დაწყებული საქმეების კეთებას, პრობლემის მოგვარებას ებრძვის


დღეს საქართველოში ერთი განსაკუთრებული კასტა ჩამოყალიბდა, რომელიც გელათში, ზუგდიდსა თუ ლევილში მხოლოდ დაწყებული საქმეების კეთებას, პრობლემის მოგვარებას ებრძვის… თუმცა უშედეგოდ მეგობრებო, ძალიან უშედეგოდ, – ამის შესახებ ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

„ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას“… ასეთი სიტყვებით მიმართა თავის დროზე აკაკი წერეთელმა ქართულ საზოგადოებას … დაახლოებით საუკუნის შემდეგ იგივე კონტექსტის სიტყვები ქართული ემიგრაციის საუკეთესო წარმომადგენელს ტიერი ბერიშვილს ათქმევინეს… ეს ის კაცია რომლის გამოჩენილმა მშობელმა:- მამია ბერიშვილმა 1996 წელს ჩვენს ქვეყანას- ემიგრაციული მთავრობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივი უსასყიდლოდ უსახსოვრა… 450 კილოზე მეტი საარქივო დოკუმენტის შეკვრამ სამუდამო ნავსაყუდელი საქართველოში ჰპოვა და სწორედ მამა-შვილი ბერიშვილების წყალობით საქართველომ თითქოს დაკარგული ისტორიული მეხსიერება დაიბრუნა… დღეს კი სანაცვლოდ მავანი ამ ღვაწლმოსილ ემიგრანტს გრძნობებს უწამლავს და ასეთ სიტყვებს აწერინებს: „საფრანგეთში მე შემიძლია ასეთი სიცრუისა და ცილისწამებისთვის გიჩივლოთ! ხომ არ თვლით, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს, შემიძლია საქართველოშიც გიჩივლოთ?“

… დიახ ფეხის დადების თუ პოლიტიკური ანგარიშგების ჟინით შეპყრობილთა მადა საქართველოს დიდი ხანია გასცდა და ჩვენს ემიგრაციასაც მისწვდა… მიზანი ერთადერთია: ყველას ვისაც საქმის კეთება გვინდა, გვიყვარს ჩვენი პროფესია, მიზნის მისაღწევად ენთუზიაზმი გვიპყრობს, როგორმე გაგვაჩეროთ, სულში ჩაგვაფურთხოთ და მოტივაცია გაგვიქროთ… აბა რატო გეწყებათ „მუცვლის გვრემა“ და „განგაშის“ ზარების რეკვა მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემის მოგვარებას, ჭაობის დაშრობას, გაუკუღმართებული საქმეების გამოსწორებას პროფესიონალები იწყებენ… დიახ დღეს საქართველოში ერთი განსაკუთრებული კასტა ჩამოყალიბდა, რომელიც გელათში, ზუგდიდსა თუ ლევილში მხოლოდ დაწყებული საქმეების კეთებას, პრობლემის მოგვარებას და ენთუზიაზტების შემართებას ებრძვის… თუმცა უშედეგოდ მეგობრებო, ძალიან უშედეგოდ, თქვენდა სამწუხაროდ არც უწყებას იცნობთ, არც მისი ხელმძღვანელის პრინციპულობას და არც საქმის მკეთებელთა შემართებას“, – წერს გიორგი კალანდია.

ლევილის მმართველი საბჭოს წევრი, ტიერი ბერიშვილი ვახტანგ და თამარ ბარამაშვილების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება