fbpx

პატრიარქის ჩარევით 9-შვილიან ოჯახს ჩამორთმეული ბავშვები დაუბრუნეს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მოსაყდრე შიოს უშუალო ჩარევით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს სოციალური სამსახურის მიერ ჩამორთმეული ბავშები დაუბრუნეს.

ფუტკარაძეების ოჯახი 2009 წლიდან ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში, მათ სახელმწიფოსგან ეძლეოდათ ყოველთვიური დახმარება. გარდა ამისა, ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა კვებითი ვაუჩერით უზრუნველყოფა 1 წლის განმავლობაში.

უფრო მეტიც, ვინაიდან ოჯახს არ ჰქონდა სტაბილური თავშესაფარი მათ ბათუმის მერიამ ქალაქის ცენტრში გადასცა 120 კვ.მ ფართის საცხოვრებელი, 72 ათასი ლარი კი რემონტისთვის ჩაურიცხა.

მიუხედავად ამისა, მშობლებმა ეს სახლი გაყიდეს და საცხოვრებლად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხინვალში გადავიდნენ.

ამ ლოკაციაზე, არაერთი შემოწმების შედეგად გამოვლინდა ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. უგულებელყოფა, მოუვლელობა – ასეთი სურათი დახვდათ სოციალურ აგენტებს ოჯახში, რის შემდეგაც მათ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares