fbpx

პატრიარქის მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის მაგალითია-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. მისი თქმით, პატრიარქის მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია.

,,ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, ილია მეორეს დაბადების დღეს. დიდია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობის, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია. ვუსურვებ ერის სულიერ მამას ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება