fbpx

 პატიმართან პაემნის შესაძლებლობას კანონმდებლობა არეგულირებს – სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდებოდა, ეს ვიზიტები სინამდვილეში პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდებოდა იმისთვის, რომ ეს ვიზიტები სინამდვილეში პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება პატიმრის პირობების გასაცნობად არსებობს და არა მასთან პოლიტიკური პაემნებისთვის.

აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების იაგო ხვიჩიასა და თინა ბოკუჩავას პასუხად გააკეთა, რომელთაც პაპუაშვილს მიმართეს, დეპუტატებს სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცეს.

„ეს უფლება არის შესაძლებლობა, რათა პატიმრის პირობების გაცნობა მოხდეს, თუმცა ეს შესაძლებლობა რეალურად პაემნებისთვის იყო გამოყენებული.

ის, თუ ვის აქვს პატიმართან პაემნის შესაძლებლობა, კანონმდებლობა არეგულირებს. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდებოდა იმისთვის, რომ ეს ვიზიტები სინამდვილეში პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა – ეს უფლება ამისთვის გათვალისწინებული არ არის.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც არა აქვს უფლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი – მით უფრო ხელმძღვანელი. კანონმდებლობის არსი ფაქტობრივად გამოშიგნული გაქვთ, როცა პარტიის ხელმძღვანელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. რა თქმა უნდა, ის ამ შემთხვევაში ალბათ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს.

სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას წარმოადგენს და თუ ის საჭიროდ ჩათვლის შეუძლია ეს უფლება პარლამენტის წევრს გადასცეს. მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იდგა, ეს ნებართვები გაიცემოდა. თუმცა ვნახეთ, რომ ეს პატიმარს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აყენებდა და გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ჰქონოდა პაემნის სახე და არა მისი პირობების გაცნობის.

მისი ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, ექიმებს მასთან წვდომა აქვს. გარდა ამისა, სახალხო დამცველს აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

საჭიროება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის პირობები შემოწმდეს არ არსებობს. მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილი შესაბამის პირობებში იმყოფება და მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწია.

ის, რომ პირობები შესაბამისია და სამედიცინო დახმარება ადეკვატური შედეგებს – ვიზუალურად ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება