პატარა ლილოს დასახლებაში გზის პირას არსებული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან იწმინდება

სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში გზის პირას არსებული
ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკით იწმინდება. დასუფთავების
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
„მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, უკანონოდ
არ განათავსონ სამშენებლო ნარჩენი დედაქალაქის შემოგარენში. კანონის
დარღვევის ნაცვლად საჭიროა, ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელსაყრელი,
შეღავათიანი მომსახურებით და ჩვენი თანამშრომლები ადგილიდან გაიტანენ 5
კუბურ მეტრამდე სარემონტო ნარჩენს, ასევე, ძველ ავეჯს, ნივთებს“, – აღნიშნა
გიორგი პაპავამ.
მომსახურების საფასური ნარჩენის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება: <1 მ³ – 9
ლარი; 1-3 მ³ – 69 ლარი; 3-5 მ³ – 149 ლარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება