fbpx

პარტია “საქართველოსთვის” ლევან ლორთქიფანიძემ დატოვა

ლევან ლორთქიფანიძე: “მე ვტოვებ პოლიტიკურ გაერთიანებას ,,საქართველოსთვის”.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ძალიან ბევრია: არაფრის მომცემი კავშირები, არაფრის კეთება და იმ პრინციპების ღალატი, რისთვისაც შეიქმნა ეს პარტია და შემოიკრიბა გულანთებული ადამიანები, და მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც შემდგომში იქნა იგნორირებული და შესამჩნევი გახდა “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივება. პარტიას ძალიან ბევრი ღირსეული წევრი ჰყავს, რომელთა მიმართ პარტიის მენეჯმენტის მხრიდან დიდი უყურადღებობა იგრძნობა.

ასევე მინდა დავამატო ის დიდი წარმატება, რომელიც უკავშირდება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქრთველოს” პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა.

მინდა მოვუწოდო ყველას, რომ დროა, გვედრში დავუდგეთ პარტია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” .
წინ, დიდი წარმატებებისთვის!“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება