საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა 89 ხმით დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისს მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. 2 – მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
კენჭისყრის პროცედურის შემდეგ, სხდომათა დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.
მთავრობა შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:
პრემიერ მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი
თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი -მიხეილ ჩხენკელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკანიანი;
იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა