fbpx

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენაზე

საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი სილამაზით. ჩოხატაურში რომ ამოხვალ და გადახედავ მთა-ბარს, ნახავ როგორი განსხვავებულია თავისი ლანდშაფტით, გარემოთი. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და იგი უნდა გახდეს ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის იქნება ერთ-ერთი მთავარი ადგილი.

კურორტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც – ბახმარო, გომის მთა, ის სილამაზე, რომელზეც ბევრი წერს, ფოტოებს იღებენ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ავრცელებენ, აუცილებელია კიდევ უფრო განვავითაროთ. ვიცი, რომ სტატუსი უკვე მიენიჭა ბახმაროს, გენგეგმაც შემუშავებულია.

პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, უნდა აღმოიფხვრას – განაშენიანების კუთხით, სტანდარტების დაცვის კუთხით, აუცილებელია ვიზრუნოთ გარემოზე, რაც ნიშნავს იმ ლანდშაფტის, ტყეების მოვლას, რაც ამ გარემოსთვის მიკროკლიმატს ქმნის და რა თქმა უნდა, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც დამატებით მოსდევს ტურიზმს. ეს ულამაზესი სასახლე, რომელიც გარემონტდა, სადაც პირველად ვარ და ძალიან მომეწონა. ვიცი, რომ ბევრი სხვა მნიშნელოვანი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა რეაბილიტირდეს და მოიზიდოს პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი უცხოელი მეგობრები.

ეს მხარე, გამორჩეულია ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა.

აქ ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა კიდევ უფრო აქტიურები იყვნენ ამ მიმართულებით.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გვეყოლება ძლიერი გუნდი, ძლიერი საკრებულო. მოლოდინი გვაქვს, რომ თითოეულ ჩოხატაურელს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან ამბიციური, ნიჭიერი ადამიანები არიან. მათ ესმით პოლიტიკა, მმართველობა და ვიცი, რომ ეს შესაძლებლობა მიეცემათ იმ ახალგაზრდა გუნდის მეთაურობით, რომელიც წარმოდგენილია თვითმმართველობის არჩევნებზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება