fbpx

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიკსერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიკსერს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა სვენ მიკსერს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისა და საქართველო მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ანგარიშის შემუშავებაში გაწეული ძალისხმევისთვის.

„შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის წევრობის 2024 წლის განაცხადისთვის მომზადების პროცესში. ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის განათლების, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საპარლამენტო ცხოვრებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სვენ მიკსერმა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება