fbpx

პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილი მოკლეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, გარდაცვლილი იბრაჰიმ ქავთარაშვილია.

როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება