პაატა სალია: „დღეს საქართველოს სუვერენიტეტი ისე არის გაძლიერებული, როგორც არასდროს“

„რა თქმა უნდა, რთულია მოპოვება თავისუფლების, მაგრამ კიდევ უფრო რთულია მისი შენარჩუნება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.

„ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველო, მაშინ, როდესაც მისი სუვერენიტეტი ისე არის გაძლიერებული, როგორც არასდროს. გვაქვს არაერთი შემოტევა სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ღრმად მჯერა, და ამის ყველა ნიშანი არსებობს, რომ ჩვენ ყველა ამ სირთულეს დავძლევთ და საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ დღესასწაული მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ წელს იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს:

,,წელს, იუსტიციის სამინისტრო  წარმოდგენილია ქალაქ გორში, სადაც გაიმართება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენა – დათვალიერება. არაერთი გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ჭიდაობის მასტერკლასი. პატარებისთვის იქნება გასართობი პროგრამები და ასევე გაიმართება საზეიმო კონცერტი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება