fbpx

პაატა მანჯგალაძე პოლიტიკური იდიოტია

საქართველოს სჭირდება სა-ქარ-თვე-ლო! თავისი მრავალსაუკუნოვანი ეთნიკური და კონფესიური მრავალსახეობით და ტოლერანტობით! თავისი ძლიერი დედა-ეკლესიით! თავისი უნიკალური მრავალხმიანობით, მწერლობით, კინოთი, თეატრით, ბალეტით, ოპერით! თავისი თვითმყოფადი ფეხბურთით, რაგბით, კალათბურთით, ხელბურთით, ჩოგბურთით, წყალბურთით…მოტობურთით ჭადრაკით, ძალოსნობით, ძიუდოთი, ჭიდაობით, კრივით, ველოსპორტით, ფარიკაობით…! თავისი სოფელს მიმგვანებული სოფლით, განუმეორებელი ქალაქური ნაირსახეობებით! თავისი არაჩვეულებრივი ფლორით და ფაუნით! თავისი ადამიანობით, ქართველობით, ტრადიციულობით, ერთსულოვნებით და სიყვარულით! და თუ ასეთი საქართველო არ სჭირდება დღეს ევროკავშირს – დღეს არც ესეთი ევროკავშირი სჭირდება საქართველოს! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო დღეს ან ღირსი არაა EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსისა ან მით უმეტეს, ეს სტატუსი მას არ სჭირდება! დღეს დრო ჩვენზეც მუშაობს და ევროკავშირზე. ამ უკანასკნელს ბევრი რამ აქვს თუნდაც ჩვენამდე მისაღწევი, რათა თავისი თვითმყოფადობა არ დაკარგოს და იდენტობა შეინარჩუნოს. საქართველოსაც დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ საკუთარი ქვეყნისადმი, შრომისადმი, მოქალაქისადმი, ავტოსაგზაო კულტურისადმი ჭეშმარიტ ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს. ასე რომ, ვიჩქაროთ ნელა – ერთმანეთის მიმართულებით და თუ ღმერთმა ინება, ერთხელაც გადავიკვეთებით! თუ არა და, რა გაეწყობა!

P.S.: ხო…ეს👇პოლიტიკური იდიოტია, ამას ნუ უსმენთ.-წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება