fbpx

“ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს. ოპოზიციამ თბილისზე შეთანხმებაც კი ვერ შეძლო…შოთა დიღმელაშვილი

მოძრაობა “სირცხვილია”-ს აქტივისტი და თანადამფუძნებელი შოთა დიღმელაშვილი, კვლევითი კომპანია “ედისონ რისერჩი”-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს ეხმიანება, რომელშიც “ქართული ოცნება” ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ნაციონალური მოძრაობაა.

“ჯერ-ჯერობით “ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს. დღეისათვის სხვაგვარად არც იყო მოსალოდნელი, ოპოზიციამ თბილისზე შეთანხმებაც კი ვერ შეძლო…

ეგრე გააგრძელეთ ბიჭებო. ყველანი ერთად გაეკვეტეთ შესაძლებლობის ფანჯარაში და რაც უფრო არ დაუთმობთ ერთმანეთს, მით მეტს მოიგებთ.”- წერს შოთა დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, “Edison Research”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება – 39%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16%

ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5%

ლეიბორისტული პარტია – 3%

ლელო – 3%

ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 3%

გირჩი – 2%

მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) – 1%

გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) – 1%

სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) – 1%

თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) – 1%

მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას

გაუზიარე!

Shares