ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმამდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდისკონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები.„დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტიდასრულდა. მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრულირეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ხიდზე მასშტაბურისარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე, საინჟინრო-საკვლევისამუშაოები განხორციელდა, რის საფუძველზეც დაიგეგმა სარეაბილიტაციოპროცესი.პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი დადაზიანებული ელემენტები. ასევე, სანიაღვრე სისტემა შეიცვალა და დაემატაცხაურები, ჩატარდა ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. გარდა ამისა, საჰაეროელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. გზის სავალი ნაწილისრულად განახლდა – დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. ხიდზე არსებულიტროტუარები სრულად რეაბილიტირდა და გარე განათების თანამედროვე,ენერგოეფექტური LED ლამპიონები მოეწყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, ორთაჭალჰესის ხიდზეგადაადგილება სრულიად უსაფრთხოა, საავტომობილო მოძრაობა კი ორმხრივადაღდგენილია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება