fbpx

ოპოზიციურ არხებზე 53 ჟურნალისტი ერთად არ გვინახავს, ახლა ყველა ერთად შეიკრიბა და თავი აცემინა?-ზალიკო ბერგერი

„ვინც კახი კალაძესთან ჩემს მისვლას უხერხულ საქციელად თვლის, კით ხვა მაქვს მათთან — რასაც პატრიარქზე ლაპარაკობთ, იმაზე არ გრძნობთ უხერხულობას?“ – ამის შესახებ ზალიკო ბერგერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„კახი კალაძის პრეზენტაციაზე ბიჭმა და გოგომ შემაჩერა… სანამ ბიჭი რაღაცას მეტყოდა, გოგო იმეორებდა: 53… 53-იო. საკრალური რიცხვია-მეთქი. 53 ჟურნალისტი სცემესო. ოპოზიციურ არხებზე 53 ჟურნალისტი ერთად არ გვინახავს, ახლა ყველა ერთად შეიკრიბა და თავი აცემინა? ისე კი, ამ პანდემიის პერიოდში რა დროს პრაიდი და რაღაც მსვლელობებია. რა გეპრაიდებათ? რატომ იწვევთ ხალხის აგრესიას? მკითხეს — აქ რომ მოხვედი, თავს უხერხულად არ გრძნობ, ჟურნალისტია გარდაცვლილიო? ძალიან სამწუხაროა… თქვეს, თვალი ჩალურჯებული ჰქონდაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კლინიკიდან გასვლის მერე იმ ბიჭს გარეთაც უვლია, ფონიჭალაშიც დაუფიქსირებიათ… მისი გარდაცვალება ჟურნალისტების ჩაგვრასთან არ არის დაკავშირებული. საბოლოოდ დაადგენენ, რამ გამოიწვია ეს შედეგი. ვინც კახი კალაძესთან ჩემს მისვლას უხერხულ საქციელად თვლის, კითხვა მაქვს მათთან — რასაც პატრიარქზე ლაპარაკობთ, იმაზე არ გრძნობთ უხერხულობას?” – განაცხადა ბერგერმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება