fbpx

 ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთ რამეს შეგახსენებთ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც აქ სხედხართ არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ – თქვენი ხელიდან ეს მანდატები გადაყრილი იყო

ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე, მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მან ოპონენტებს შეახსენა, რომ ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღო.

„პარალიზებაზე რა გითხრათ, მგონია ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი იშვიათად მინახავს. ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთ რამეს შეგახსენებთ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ არის ის, რომ თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ თქვენ მანდატები არ შეგიწყვიტათ მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდით. სწორედ ამით შედგა ეს პარლამენტი და ეს დემოკრატია. ამიტომ, მაშინ რომ დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება და თქვენი მომართვა არ დააკმაყოფილა, ამიტომ არის თქვენი ამომრჩეველი დღეს ამ პარლამენტში წარმოდგენილი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენი ამომრჩეველი დღეს ამ პარლამენტში არის წარმოდგენილი, არის „ქართული ოცნება“. თქვენი ხელიდან ეს მანდატები გადაყრილი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება