fbpx

„ოპოზიციის მიზანი ხელის გულზე დევს,არის რევანში, გადატრიალება და ხელისუფლებაში დაბრუნება

უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი კონკრეტული მიზეზით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიენიჭათ – ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში, – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მან რადიკალური ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მათ მიერ არეულობის დაწყებისთვის ერთ-ერთი საბაბია.

„ოპოზიციის მიზანი ხელის ფულზე დევს, არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის რევანში, გადატრიალება და ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს არის მათი მიზანი. ევროკავშირი ამისთვის ერთ-ერთი მიზეზია. ემოციურად ადამიანს შესაძლოა, რაღაც არ მოგეწონოს და ეს ყველაფერი ემოციურად გამოხატო, მაგრამ მოდით, ამ ვითარებას სხვა კონტექსტში შევხედოთ, რა ვითარებაშიც ხდებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა შენგელაიამ.

მისივე თქმით, უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების პროცესი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაჩქარდა.

„ევროპისგან ეს დაჩქარდა იმის გამო, რომ როგორღაც გზავნილი გაეგზავნათ ამ ქვეყნებისთვის: ჩვენ ვდგავართ თქვენთან. ეს პირდაპირ ითქვა. არიან ადამიანები, რომელთაც ილუზიაში ყოფნა უნდათ. ეს მათი უფლებაა – თავის მოტყუება, მაგრამ რომ ვთქვათ, მაგალითად, მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო სტატუსი და საქართველომ რატომ არ მიიღო, ეს არ მომხდარა კოპენჰაგენის პირობების შეუსრულებლობის გამო და ჩვენ მოგვცეს ევროპული პერსპექტივა გარკვეული პირობებით“, – განაცხადა შენგელაიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება