fbpx

ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლოა რეგიონებშიც შეთანხმდეს-გოკა გაბაშვილი

ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლოა რეგიონებშიც შეთანხმდეს”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში “ევროპული საქართველოს” წევრმა, გოკა გაბაშვილმა გააკეთა.

გაბაშვილის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, თბილისის გარდა, იყოს რამდენიმე რეგიონი, რომლებზეც ოპოზიცია კონსენსუსს მიაღწევს.

“იქნება რაღაც ოლქები, სადაც პირიქით ოპოზიციას აწყობს ტაქტიკურად რამოდენიმე კანდიდატი საარჩევნო სტრატეგიიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, მიდის მუშაობა, რომ რაიონებშიც, გარდა თბილისისა, იყოს ადგილები, სადაც ძალიან მჭიდროდ ვკოორდინირდებით ჩვენ.

ივლისის ბოლო-აგვისტოს პირველი დღეები არის ზუსტად ის დღეები, როცა უკვე გაირკვევა ყველა ოლქში ოპოზიცია და კერძოდ “ევროპული საქართველო” როგორ გამოვა და რა კანდიდატები გვეყოლება” , – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

შეგახსენებთ,  ოპოზიცია თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში ერთიან კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა.

ვაკე – ელენე ხოშტარია;
გლდანი – ნიკა მელია;
ისანი – გიორგი ვაშაძე;
სამგორი – ლევან ხაბეიშვილი;
მთაწმინდა – შალვა შავგულიძე;
ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი;
საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares