fbpx

ოპოზიციაში შემავალ თითოეულ სუბიექტს ვთავაზობთ მოკლე დასაბუთებით წარმოადგინონ მათთვის მისაღები კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის საკითხზე გარკვეული შეთავაზება გვაქვს ოპოზიციასთან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა განაცხადა.

„წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს, როგორც კომპეტენტურობის ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა მათთან გასაუბრებების დროს, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ოპოზიციაში შემავალ თითოეულ სუბიექტს ვთავაზობთ მოკლე დასაბუთებით წარმოადგინონ მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული იქნას კონსენსუსი და თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ იმაზე, რომ კენჭისყრა მოხდეს. ყველა შემთხვევაში ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, თუმცა უმჯობესი და უკეთესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში მაინც დაემთხვეს ერთმანეთს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება