ოპოზიციაში ახალი ალიანსი იქმნება?!კულუარული ამბები

ambebi.ge-ს ინფორმაციით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ოპო­ზი­ცი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დაჯ­გუ­ფე­ბა იგეგ­მე­ბა.

“პრობ­ლე­მე­ბია “ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­შიც”, რო­მელ­საც ცნო­ბილ­მა “დო­ნორ­მა” და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­ჩე­რა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ას ტო­ვებს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სახე – ელე­ნე ხოშ­ტა­რია. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე და ელე­ნე ხოშ­ტა­რია ალი­ანსს შეკ­რა­ვენ და ახალ პლატ­ფორ­მას გა­ა­კე­თე­ბენ, რა­საც “გირ­ჩის” ბა­ზა­ზე გეგ­მავ­დნენ, მაგ­რამ ახლა რა იქ­ნე­ბა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, პრო­ცე­სე­ბი ისე მი­დის, რომ, რო­გორც ჩანს, მალე ორ “გირჩს” მი­ვი­ღებთ”, – ამ­ბობს ჩვე­ნი წყა­რო.

ჯერ­ჯე­რო­ბით მარ­თლაც ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ვის დარ­ჩე­ბა პარ­ტია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ “გირ­ჩის” ლი­დე­რე­ბი ვერ მი­აღ­წე­ვენ შე­თან­ხმე­ბას – პარ­ტია და­იშ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი აპ­სა­რე­ზი­დან გაქ­რე­ბა, თუ მარ­თლაც ორ “გირჩს” მი­ვი­ღებთ. ის კია, რომ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლა­პა­რა­კე­ბას გა­მო­რი­ცხავს, ემიჯ­ნე­ბა პარ­ტი­ას, ახა­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გეგ­მავს და რო­გორც ამ­ბობს, მისი სა­ხე­ლიც და ლო­გოც “გირ­ჩი” იქ­ნე­ბა.

“მე გა­მოვ­დი­ვარ იმ სის­ტე­მი­დან და ჩემ­თვის ახალ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, ახალ “გირჩს” გა­ვა­კე­თებ, მე ვრჩე­ბი გირ­ჩი, არა­ნა­ი­რი კონ­სენ­სუ­სი არ იქ­ნე­ბა, მე ჩემს საქ­მეს გა­ვა­კე­თებ, ისი­ნი – თა­ვის საქ­მეს გა­ა­კე­თე­ბენ, ისი­ნიც ამ­ბო­ბენ, რომ “გირ­ჩია”, მაგ­რამ მათ თუ რამე თქვეს, ან გა­ა­კე­თეს, თუ ვინ­მე მკი­თხავს, ვი­ტყვი, რომ ეს “გირ­ჩის” პო­ზი­ცია არ არის”, – ამ­ბობს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

“მანდ ეგრე არ არის, რომ ჯა­ფა­რას ჰქონ­დეს მთე­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი. მეგ­რე­ლიშ­ვილ­საც საკ­მაო ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს. “გირ­ჩი” იდე­ო­ლო­გი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ფრთად არის და­ყო­ფი­ლი. მა­გა­ლი­თად, მეგ­რე­ლიშ­ვილს მხარს უჭერს ბენ­დუ­ქი­ძის “სას­ტა­ვი”, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტი­პე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ სამს უფრო აქვს ჯა­ფა­რას გაშ­ვე­ბის ბერ­კე­ტი, ვიდ­რე ჯა­ფა­რას – მათი, რად­გან მათ ხელ­შია სე­რი­ო­ზუ­ლი ძალა. “გირ­ჩე­ლებს” აქვთ რა­ღაც ჯე­ტე­ბი – ელექტრო­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა, რო­მელ­საც რაც მეტს ყი­დუ­ლობ, მეტი გავ­ლე­ნა გაქვს პარ­ტი­ა­ში. მათ საკ­მა­ოდ სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი აქვთ და ეს მთლი­ა­ნად მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის აწყო­ბი­ლია. შიდა იდე­ო­ლო­გი­უ­რი ბირ­თვი და ტექ­ნი­კუ­რი პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რა­საც ჰქვია, მთლი­ა­ნად მეგ­რე­ლიშ­ვილ­ზე დგას. თან ის სამი იხ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ და აქვთ ეჭვი, რომ ზუ­რამ “გა­აძ­რო” ფუ­ლის ახა­ლი არხი და შე­და­რე­ბით “და­ვარ­ცხნი­ლი” პარ­ტი­ის გა­კე­თე­ბას აპი­რებს.

ერთი სი­ტყვით, ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დაჯ­გუ­ფე­ბა იქ­ნე­ბა. გრი­გოლ ვა­შა­ძე­ზე ადრე გი­თხა­რით და და­დას­ტურ­და, რომ ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, წა­სუ­ლია პო­ლი­ტი­კი­დან. ეს ერთი კვი­რა გა­და­წყვეტს, ოპო­ზი­ცი­ის სა­ბო­ლოო ბედს…” – გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო, რო­მე­ლიც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ჯა­ფა­რი­ძე-ხოშ­ტა­რი­ას სა­ვა­რა­უ­დო ალი­ანსს შე­საძ­ლოა ნიკა მე­ლი­აც შე­უ­ერ­თდეს.

ambebi.ge ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წარ­მო­მად­გე­ნელს ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც შემ­დე­გი გვი­პა­სუ­ხა:

“სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის როცა რამე მექ­ნე­ბა სათ­ქმე­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი. ზუ­რას­თან არც კი მი­ლა­პა­რა­კია ეს დღე­ე­ბი. ისე, დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მას”. კი­თხვა – მარ­თლა აპი­რებს თუ არა პარ­ტი­ი­დან წას­ვლას? – ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ ამ ეტაპ­ზე უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა.წყარო ambebi.ge

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება