fbpx

ონლაინ ბულინგის წინააღმდეგ Facebook ზომებს ამკაცრებს

ე.წ. ონლაინ ბულინგის და სხვადასხვა გვერდებზე ორგანიზებული შეტევის წინააღმდეგ Facebook ზომებს ამკაცრებს. კომპანიის გადაწყვეტილებით, ტროლებთან და ბოტებთან ერთად დაიბლოკება რეალური ანგარიშებიც.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ სოციალური ქსელებით იმატა დეზინფორმაციის, რადიკალური მოწოდებების გავრცელების და სხვადასხვა ფორმის შევიწროვების შემთხვევებმა. ძირითადად ეს ხდება fake ექაუნთების მეშვეობით, რომელთა იდენტიფიცირების და დაბლოკვის შემდეგ იქმნებოდა ახალი გვერდები.

ორგანიზებული სოციალური თავდასხმის ობიექტები რიგით მოქალაქეებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ბიზნესკომპანიებიც ხდებიან. გვერდის არაარგუმენტირებული ე.წ. დარეპორტების შემთხვევაში, Facebook სამიზნეს ავტომატურად ბლოკავს ან ზიანს მის რეიტინგს აყენებს.

Facebook-ის მხრიდან რეგულაციების გამკაცრებას დადებითად აფასებენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, მაგრამ მესამე სექტორი საფრთხესაც ხედავს. კერძოდ, მათი განცხადებით, არაკეთილსინდისიერ ჯგუფებთან ბრძოლისას არ უნდა შეიზღუდოს თავისუფალი აზრი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება