fbpx

ომი “ნაციონალურ მოძრაობაში” ირაკლი ნადირაძეს კუპრავა აუმხედრდა!

ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება პიკს აღწევს –  რეგიონების შემდეგ კონფლიქტმა თავი კიდევ ერთხელ დედაქალაქში იჩინა.  ამჯერად საქმე თბილისის საკრებულოს, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ეხება.

არ არის გამორიცხული ირაკლი ნადირაძის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადეს. დეპუტატი ზვიად კუპრავა ფიქრობს, რომ ნადირაძემ ავტორიტეტი დაკარგა და საკუთარი თანაპარტიელების შეურაცხყოფის შემდეგ საჭიროა, თანამდებობიდან წავიდეს.

მისი თქმით, აგენტებზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარე გამაერთიანებელი ფიგურა აღარ არის. 

“ჩემთვის დადგა მისი ლეგიტიმაციის პრობლემა. მე მას უკვე ვერ მოვიაზრებ, როგორც გამაერთიანებელ პერსონას და შესაბამისად თუ ადამიანი არ არის გამაერთიანებელი პერსონა ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ის ხელმძღვანელობდეს ფრაქციას, რომელიც შედგება 13 წევრისგან. აღარ დარჩა მას მორალური უფლება, შესაძლებლობა, რომ ის დარჩეს ფრაქციის თავმჯდომარედ და იყოს მაგალითად ჩემი თავმჯდომარე, როდესაც ის მე ჩემს მეგობრებს და ა.შ. ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ბრძოლა, სისხლი ჩადო ამ ბრძოლაში ციხეებში გაატარა სხვადასხვა პერიოდი და დღესაც აქვს სასამართლოში მიმდინარე საქმეები და ხვალ ისევ ციხით ემუქრება ქართული ოცნება როგორ შეიძლება როდესაც ასეთ ადამიანებს უწოდებს აგენტებს, როგორ შეიძლება ეგ ადამიანი იყოს ფრაქციის თავმჯდომარე ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი” – ამბობს ზვიად კუპრავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება