fbpx

ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავისმართლების კამპანიაზე გადავიდნენ -რატი იონათამიშვილი

დეპუტატი რატი იონათამიშვილი წერს-ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავისმართლების კამპანიაზე გადავიდნენ იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდნენ შიდა და გარე აქტორების მოწოდებებს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

რომ კითხოთ, საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს და დასავლეთში არსებული ცალკეული ძალა, ან ძალები მთლიანად დასავლეთს წარმოადგენენ?! მაშინ, როდესაც ევროპარლამენტშიც კი არიან, სამწუხაროდ, პრორუსი დეპუტატები.

რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას კამპანია არ სჭირდება, ეს არის ფაქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ ვერდიქტში ჩაიწერა ქართული ოცნების ადვოკატირებით და ოფიციალურად დაერქვა რუსეთის აგრესიას ოკუპაცია, რუსეთს კი – ოკუპანტი!

მაგრამ, როცა საერთაშიროსო სასამართლოები და მთავარი პარტნიორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთს, ესენი ცდილობენ რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს ხელისუფლებას; როდესაც ჩვენ სტრასბურგში და ჰააგაში ვიგებთ საქმეებს, ესენი ცდილობდნენ რომ ომის დაწყება დააბრალონ ქართველ სამხედროებს და როდესაც ჩვენ ომში ჩართვისკენ მოწოდებისთვის ვაკრიტიკებთ ცალკეულ პირებს, ესენი ცდილობენ რომ დასავლეთთან დაპირისპირებად წარმოაჩინონ ამ მოწოდებების არგაზიარება.

ყველაფერი ეს არის ქვეყნის ღალატი და როგორც პოლარიზაცია ქართული პოლიტიკან გადავა ნაცმოძრაობის შიგნით, ისე მათი თვითაღიარების კამპანია დასრულდება თვითგანადგურების კამპანიით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება