fbpx

ომის ეშინიათ მაგრამ ომი უნდათ იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ყველაზე მეტად რუსეთის დასაყრდენია ქართულ სახელმწიფოში

“ნაციონალურ მოძრაობა” პოლიტიკურ აგონიაშია, მაინც რაღაც არ ყოფნით, სამგლოვიარო ლენტები და დროშა დაშვებული საქართველოს ხილვა უნდათ, დაბომბილი საქართველო და თბილისი უნდათ და დაუფარავად აცხადებენ, რომ თურმე ამით სირცხვილს ჩამოირეცხავენ- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სამწუხაროდ ყველაფერი ნათელია, საქართველოს მიმართ ინტერესი, ის ჩაერთოს ომში და ომის მხარედ იქცეს დიდია.

„”ნაციონალური მოძრაობა” არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა კლანური პარტიული კულტურითა და პარტიკულარული ინტერესებით.
ძალა რომელიც დგას იდეოლოგიურ კორუფციაზე და სისტემა რომელიც იკვებებოდა და იკვებება ქართველი კაცის დაღვრილი სისხლით!
პოლიტიკა არ არის დაუგეგმავი ინიციატივები და არც ხმამაღალი ყვირილი და სანახაობაზე გათვლილი სცენები, პოლიტიკა სიფრთხილის დიალოგია რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური საუბრის მანერაა და ამ ანტისახელმწიფოებრივ ძალას სწორედ ეს აღიზიანებს.
მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს და აღიარებს, რომ საქართველო არის უკრაინის გვერდით და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მას, ასევე ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს შესაძლებლობის ფარგლები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მოცემულობით განისაზღვრება.
“ნაციონალურ მოძრაობა” პოლიტიკურ აგონიაშია, მაინც რაღაც არ ყოფნით, სამგლოვიარო ლენტები და დროშა დაშვებული საქართველოს ხილვა უნდათ, დაბომბილი საქართველო და თბილისი უნდათ და დაუფარავად აცხადებენ, რომ თურმე ამით სირცხვილს ჩამოირეცხავენ, მაგრამ გაუგებარი რჩება – რა სირცხვილს?! – ვის წინაშე?!
ამ მძიმე პოლიტიკური პროცესების პარალელურად კოლექტიური მამულაშვილები აყალიბებენ სპეციალურ დანაყოფებს ქართული ლეგიონის ბაზაზე და საზარბაზნე ხორცად შესაწირად აგზავნიან ქართველებს რუსეთ – უკრაინის ბრძოლის ველზე.
მეომრებს შორის რა თქმა უნდა არიან ღირსეულნი, მაგრამ ამასთან მრავლად არიან “ნაიომნიკები”, რომლებიც ომშიც კი თავის სარგებელს ეძებენ და ადეიშვილის, ლორთქიფანიძის ინტერესებს ატარებენ რადგან მიმდინარე ომთან საქართველოს ასოცირება უმოკლესი გზაა მეორე ფრონტისკენ!
სამწუხაროდ ყველაფერი ნათელია, საქართველოს მიმართ ინტერესი, ის ჩაერთოს ომში და ომის მხარედ იქცეს დიდია.
თან საქართველოს ომის მხარედ ქცევაზე ის ადამიანები ირჯებიან რომლებიც 2008 წელს საქართველოდან გასაქცევად წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ!
ომის ეშინიათ მაგრამ ომი უნდათ!!!
რატომ?! იმიტომ რომ ” ნაციონალური მოძრაობა” ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა ყველაზე მეტად რუსეთის დასაყრდენია ქართულ სახელმწიფოში!
მე არ მჯერა ელენე ხოშტარიას პატრიოტობის, თვის ბოლოს ჩარიცხულ რუბლს რომ ითვლის და ახურდავებს!
არ მჯერა კობა ნაყოფიასი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და აქ რუსული ინტერესების პირდაპირი გამტარია!
არ მჯერა ამ “უქართველო ქართველების” არა!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება