სტუმრებს, ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. უწყების ხელმძღვანელმაყურადღება, საქართველოში, უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვისშესაძლებლობებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აღნიშნული, ქვეყანაში,დასაქმებულთა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებისა და სოციალურირისკების დაზღვევისთვის, მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს.სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო,უმუშევრობის დაზღვევის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა დაქვეყნის სპეციფიკური გამოწვევებისა და არსებული სოციალურიინფრასტრუქტურის შესაბამისად, დაზღვევის მოდელების განსაზღვრას.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და Expertise France-სწარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს, ამ მიმართულებით, საკუთარი ხედვებიდა გამოცდილება გაუზიარეს.შეხვედრას, მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, განათლებისმინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, დამსაქმებელთა ასოციაციისპრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები,დარგის სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებიესწრებოდნენ.