ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს


მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ – პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი
დაინიშნა.
გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს X მოწვევის
პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი
მოადგილე იყო. 2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის
დეპუტატი იყო. სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ
საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო. 2017-2018 წლებში,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის
პოზიციას იკავებდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება