fbpx

ნუ მირტყამთ კამერებს თავში… მე თქვენ ასეთებს არ გიცნობდით! – მაია ბითაძე ჟურნალისტებს

ჟურნალისტებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ შორის ს ამ ინციდენტის შემდეგ, მაია ბითაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მედიის წარმომადგენელების მხრიდან მსგავსი საქციელი ძალადობის წახალისება და ჟურნალისტური პროფესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.

„ეს არაა სწორი გზა! მუდმივი ნამდვილად არაფერია და ადამიანობის და ღირსების შენარჩუნება, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია

დღეს პირველად გავიზიარე ის „ძალადობა“ და ,,ძალადობის“ მართლაც წახალისება, რასაც სამწუხაროდ ის გოგოები და ბიჭები ახორციელებენ, რომელთა რესპოდენტი წლებია ვარ. მიკროფონების სახეზე 5 სანტიმეტრში მოტანით, კამერების ლინზის ნაწილის თავში, პირდაპირი მნიშვნელობის მორტყმით, კამერების განათების თვალებში მინათებით, მინიმუმ 20 ადამიანის ალყაში ყოფნით, ისე რომ ვერც აღიქვამ სად დგახარ და ვერ ხედავ საით უნდა წახვიდე – დადიხარ.

ეს ხდება მაშინ, როდესაც მათ წინაშე იდექი 2 წუთით ადრე და აძლევდი კომენტარს, მაგრამ იქ არ დამისვეს კითხვები – როდესაც ვიდექი, აი როდესაც დავიწყე სიარული, მაშინ, მიზნობრივად იწყებენ კითხვებს და დევნას და კითხვის შინაარსი იყო – უნდა აგოს თუ არა პასუხი თეა წულუკიანმა, რომელსაც გუშინ ასევე „დაესხნენ“ თავს სისხლის სამართლის წესით, მიკროფონის გამორთმევისთვის. 3 ათწლეულია, თითქმის, რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ასეთი ქცევა ჟურნალისტების მხრიდან არასდროს მინახავს, რაც ბოლო 1 კვირაა ხდება. ეს ნამდვილად პირდაპირი წახალისებაა, როგორც ძალადობის, ასევე ჟურნალისტური პროფესიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

მეგობრებო, არ შეიძლება ასე! p.s. 1 – დამავიწყდა, მთავარი კითხვა – ,,რატო არ მრცხვენია“, ალბათ ვინც ამ კითხვას მისვამდა, ბედნიერი იქნებოდა, რომ კიბეებზე დევნისას თუნდაც ფეხი წამომედო და დავცემულიყავი, იმდენად ზიზღით იყო სავსე მისი კითხვა. მე თქვენ ასეთებს არ გიცნობდით! p.s. 2 – ამასთან, არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი, რომ იმ გოგო-ბიჭებშიც აღმოჩნდნენ ღირსეულები, რომლებსაც ვატყობდი, რომ კატეგორიულად არ მოსწონდათ რაც ხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ დუმილს ინარჩუნებდნენ. ეს არაა სწორი გზა! მუდმივი ნამდვილად არაფერია და ადამიანობის და ღირსების შენარჩუნება, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია“, – წერს მაია ბითაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება