fbpx

ნუნუშა ვასაძე: სანამ ბიბისიმ არ თქვა, მანამდე ნაცები მძარცველები და მკვლელები რომ იყვნენ, არ ვიცოდით? – ისიც კარგად ვიცოდით, გახარიას „სასტავის“ გაკეთებული საშვებით რომ დარბოდნენ ქოლცენტრების თანამშრომლები პანდემიის დროს

სანამ ბიბისიმ არ თქვა, მანამდე ნაცები მძარცველები და მკვლელები რომ იყვნენ, არ ვიცოდით?? ეგ კი არა, ისიც კარგად ვიცოდით, გახარიას სასტავის გაკეთებული საშვებით რომ დარბოდნენ ქოლცენტრების თანამშრომლები პანდემიის დროს, თავს ნუ ვიშტერებთ რა, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნუნუშა ვასაძე წერს.

მისი თქმით, ქოლ-ცენტრები არა მხოლოდ დავით კეზერაშვილს, არამედ, მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა. როგორც ვასაძე აღნიშნავს, ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, გიორგი გახარია, ამ სქემის ავტორებს მფარველობდა, ხოლო ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მეშვეობით, დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალება ხდებოდა.

„სანამ ბიბისიმ არ თქვა, მანამდე ნაცები მძარცველები და მკვლელები რომ იყვნენ, არ ვიცოდით??
ეგ კი არა, ისიც კარგად ვიცოდით, გახარიას სასტავის გაკეთებული საშვებით რომ დარბოდნენ ქოლცენტრების თანამშრომლები პანდემიის დროს, თავს ნუ ვიშტერებთ რა.
არაფერი შემთხვევით არ ხდება, არც თვითონ გახარიას ამბავი და იმაზეც ნუ დავდგებით იდიოტების პოზიციაში, რომ ქოლცენტრები კეზერაშვილის ყოფილა თურმე, უი, ეს რა გავიგეთ. მარტო კეზერაშვილის კი არა, ნაცების იყო და გარედან ფული რომ ვერ შემოქონდათ, შიგნით დაალაგეს ეგ სქემა! გახარიამ “დაკრიშა” და რომ გადადგა, კი დაერხათ ნელ-ნელა. ეგაა სულ. ხელისუფლებას რომ გადაბრალებოდა, მაგაზე ნოდარ მელაძე ზრუნავდა და იყვნენ საათივით აწყობილები. ახლა ემიჯნებიან ვითომ…
მარაზმია ეს ყალბი სტატუსები და ემოციები, ნაცები და მაგათი პატრონები მართლა რა!…“ – წერს ნუნუშა ვასაძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება