fbpx

ნოვაცია საქართველოში-შეიქმნა პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“

პირველად საქართველოში, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში, შეიქმნა პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი „ემ-ემ-ტე ლაიფლაინი“, რომელიც ემყარება ევროგაერთიანების ჯანდაცვის კომისიის უახლეს თრენდებს. ქსელში ასევე განხორციელდება უროლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და უახლესი სახის აღდგენითი მკურნალობა
„ემ-ემ-ტე ლაიფლაინის ახალი ცენტრების გახსნა:
• ზუგდიდი, გამარჯვების ქ. N9, 2022 წლის 22 დეკემბერი 15:00 საათი
• ქუთაისი, რუსთაველის ქ. N124, 2022 წლის 23 დეკემბერი 13:00 საათი
• თელავი, ალაზნის გამზირი 43, 2022 წლის 24 დეკემბერი 14:00 საათი
„ემ-ემ-ტე ლაიფლაინის მოფუნქციონირე ცენტრები“
• თბილისი, ლუბლიანის ქ.#5, მე-9-ე სართული
• ბათუმი, რუსთაველის ქ. 35
„ემ-ემ-ტე ლაიფლაინის“ ხუთივე ცენტრი აღჭურვილია პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკის, ულტრათანამედროვე და უზუსტესი კანადური ტექნოლოგიით – მიკროსკოპული-ექოსკოპიით (EXACT Imaging), აღდგენითი მკურნალობის უახლესი შვეიცარული დანადგარით (STORZ MEDICAL) და სხვა თანამედროვე საშუალებებით.
„ემ-ემ-ტე ლაიფლაინის“ ახალი რეგიონალური ცენტრების გახსნას დაესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და სამედიცინო წრეების წარმომადგენლები.
მსგავსი ტიპის, უახლესი სადიაგნოზო აპარატურით აღჭურვილი ცენტრები არ მოიპოვება თურქეთში, რუსეთში, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებში. „ემ-ემ-ტე ლაიფლაინის“ უდიდესი ძალისხმევით, საქართველოს მოსახლეობა მიიღებს ულტრათანამედროვე სამედიცინო მომსახურებას არა თუ ქვეყნიდან გაუსვლელად, არამედ საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად!!!
საკონტაქტო პირი: ლევან ქარაზანაშვილი, დეა დიასამიძე
ტელეფონი: 577421101; 571330003
ელ-ფოსტა: [email protected]

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება