fbpx

ნოდარიიიიიიიი! დაგიფსას სკანდალზე დეპუტატმა მაჭუტაძემ ჩაცუცქულ მდგომარეობაში!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი “ტვ პირველის” წამყვანის ნოდარ მელაძის “გამოძიებას” სოციალური ქსელით ეხმიანება:

“შავმა ნოდარამ მორიგი ფართომასშტაბიანი სკანდალი გახეთქა!

ისაო… ყველას გვისმენენო, დაგვდევენ, გვიჭვრეტენ და გვიღებენო. ა, ბატონებო და ქალბატონებო, ფაქტებიცო.

გვაჩვენეს!

ნოდარას შემდგომ ფოტოზე თქვენ ხედავთ, როგორ მიდის დაღონებული შალვა ნათელაშვილი ვიღაცის პანაშვიდზე. არა, თქვენ ვერ ხედავთ, იქ სრული სიბნელეა, მაგრამ უნდა იგულისხმოთ.
აქ მთავარია აღქმა… და არა რეალობა – თუ გინდათ, ნოდარას წარმოსახვა გაითავისოთ, უნდა წარმოიდგინოთ, რომ სიბნელეში აუცილებლად მოგისმენენ და გადაგიღებენ. მით უფრო, თუკი თან გდევთ ძალიან მძიმე მუსიკა.

შავი ნოდარას შემდეგი ფოტოს შემდეგ როა, აშკარად ჩანს, როგორ მიდის ხატია დეკანოიძე კარდიოლოგთან.
არა, აშკარად არ ჩანს, მაგრამ თქვენ ხედავთ, როგორ ირეკლავს სხივებს დეკანოიძის გადაადგილების დროს გამოყოფილი მოლეკულები და მოსასმენი აპარატურის ელექტრონული ნაწილაკების ურთიერთქმედება.

არ დაიჯერებთ… ამ ანარეკლების მიღმა, რომელიც გადაღებულია ერთ-ერთი გვირაბის დასაწყისში, ჩაცუცქული გახლავთ ლევან ხაბეიშვილი. როგორც კი მან იგრძნო, მისმენენ, მომდევენ, მითვალთვალებენ და მიღებენო, ეგრევე ჩაცუცქდა და გია ბარამიძეს გადაურეკა. სხვათა შორის, ჩაცუცქულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სუსი ვერ უსმენს, მაგას აუცილებლად სჭირდება სპეციალური აპარატურა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია.

მეოთხე ფოტოზე სიბნელეში მიმავალ ქალსა და გოგოს ხედავთ, ხომ?
ეგენი სუსის აგენტები არიან, შარშან ,,დაავერბოვკეს” და ახლა დაავალდებულეს, შალიკოს, ვალიკოს, პალიკოს, დალიკოს, ანიკოს, დეკანოიძეს, ხაბეიშვილსა და ყველას უნდა უთვალთვალოთო, სადაც წავლენ და წამოვლენ, ყველგან უნდა გაჰყვეთ და გამოჰყვეთო.
ეს აგენტები შავმა ნოდარამ დააფიქსირა და აი, ფართომასშტაბიანი სკანდალიც აქედან გახეთქა. ააა… რას ამბობთ, თქვენ გეგონათ, ეგ სკანდალიც იოსებ გოგაშვილმა გაახეთქინა? არა, ეს თვითონ ნოდარამ გახეთქა!

რა იქნება შემდეგ?
დაიწყება თუ არა გამოძიება და მისცემენ თუ არა დამნაშავეებს პასუხისგებაში? ,,ჭუტლექსვიზიის” გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამაზე ყველა დუმს.
ისე… რა საჭიროა გახეთქილი სკანდალი, თუკი ყველა დუმს და არც გამოძიება იწყება?!

ნოდარიიიიიიიი!
დაგიფსას სკანდალზე დეპუტატმა მაჭუტაძემ ჩაცუცქულ მდგომარეობაში”!-წერს გელა ზედელაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება