fbpx

ნინო ჯღარკავა: “იქს-ნიუსი“ მზადაა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს და სავალდებულო პერიოდში გააკეთოს მისი დაფინანსების წყაროების საჯარო დეკლარირება

საინფორმაციო სააგენტო “იქს-ნიუსის” დამფუძნებელი ნინო ჯღარკავა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ინიცირებულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“,

საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

“-აი ასე.მოგვბაძეთ! “საქართველოს საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „იქს-ნიუსი“ 2020 წლის მაისიდან დარეგისტრირებულია და მუშაობას ანხორციელებს როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“, ანუ ჩვეულებრივი სასაუბრო ენით -არასამთავრობო ორგანიზაცია ( სლენგზე-„ენ-ჯე-ო“ (NGO)).
საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, როგორც „იქს-ნიუს“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი:

ა(ა)იპ „საინფორმაციო სააგენტო იქს-ნიუსი“ საქმიანობის განსახორციელებლად არა მხოლოდ იღებს გარკვეულ შემოსავლებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, ასევე მზადაა მიიღოს უცხოური დონორების მხრიდან საგრანტო დაფინანსება.

  • იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში ამოქმედდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ა(ა)იპ „საინფორმაციო სააგენტო იქს-ნიუსი“ მზადაა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს და სავალდებულო პერიოდში გააკეთოს მისი დაფინანსების წყაროების საჯარო დეკლარირება. მოვუწოდებთ ყველა არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიული პირის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს მიბაძოს ა(ა)იპ „საინფრომაციო სააგენტო იქს-ნიუსი“-ს ინიციატივას და საჯაროდ განაცხადონ მათი შემოსავლების გასაჯაროებისთვის მზადყოფნის შესახებ.” ნათქვამია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება