fbpx

ნინო წილოსანი-„ქართული ოცნება“ ამომრჩევლის წინაშე წარდგება იმ განვითარების გეგმებით, რომელსაც ჩვენ მათ წინაშე საარჩევნოდ გამოვიტანთ. ამიტომ, მთელი ახლანდელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე, ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე და სტაბილურ განვითარებაზე

„სამთავრობო პროგრამა, რომელიც დარეგისტრირდა და მომდევნო კვირაში იქნება პარლამენტში კომიტეტებზე და სესიაზე განხილული, ძირითად აქცენტებს რა თქმა უნდა, 2024 წელზე აკეთებს“-ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ახლა მთელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე.

„2024 წლის ბოლოსკენ უკვე საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძისა და სხვა ლიდერების შემადგენლობით, უკვე მომდევნო 4 წლის განვითარების გეგმას წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე წარდგება რეფორმების და იმ განვითარების გეგმებით, რომელსაც ჩვენ მათ წინაშე საარჩევნოდ გამოვიტანთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთელი ახლანდელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე, სწორ განვითარებაზე, იმ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე, რომელიც იყო და, რა თქმა უნდა, სტაბილურ განვითარებაზე“-განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება