ნინო წილოსანი: ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი – ჰილარი კლინტონისადმი 12 წლის წინ მიწერილი წერილი თუ ნებისმიერი მისი მოქმედება, სწორედ ამ პრინციპებს და საქართველოს ინტერესებს ემსახურება

ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი და ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი საქმიანობით და შესაძლებლობებით, რომ სახელმწიფომ, მათ შორის, ამ პრინციპებით იფუნქციონიროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, განაცხადა. წილოსანი გამოეხმაურა 2012 წელს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის მიწერილ წერილს, რომელიც დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ გააქტიურდა. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ქმედება, მათ შორის კლინტონისთვის მიწერილი წერილი, საქართველოს ინტერესებს და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ემსახურება, რომელსაც აგენტურასთან საერთო არაფერი აქვს. “მისი [ბიძინა ივანიშვილის] ჰილარი კლინტონისადმი 12 წლის წინ მიწერილი წერილი იქნება თუ ნებისმიერი მისი გამოსვლა, მიმართვა თუ მოქმედება, სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება, ემსახურება საქართველოს ინტერესს და სწორედაც რომ საქართველოს ინტერესშია, ჩვენ გავაძლიეროთ ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი და არა ის აგენტურა, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ყვირის. ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი, არანაირად არ უკავშირდება აგენტურას.” – აღნიშნა წილოსანმა

ნინო წილოსანი: ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა. თუმცა საქართველოში, როგორც არასდროს, ისე არის სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი ამ ინფორმაციას დარწმუნებული ვარ, რომ აფრიალებენ ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ხურავდნენ, უვარდებოდნენ, ატერორებდნენ და ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლება ჰქონდათ დაპატიმრებული და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედაც ეს რეიტინგი, რომელიც ვითომდა გაუარესებას გვაჩვენებს საქართველოში მედია გარემოსი იქნება მათი მხრიდან ინსპირირებული და ინფორმაცია მიწოდებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე განუცხადა. წილოსანის თქმით, ოპოზიცია აქტიურად თანამშრომლობს, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა, თუმცა რეალურად ქვეყანაში, როგორც არასდროს ისე არის უზრუნველყოფილი სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება. „ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა. თუმცა ალბათ ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაუფიქრდება და მიმოიხედავს ირგვლივ, დაინახავს, რომ საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი. ყველა ადამიანს, ყველა სუბიექტს, მათ შორის, დამნაშავეებსაც კი სამწუხაროდ, აქვთ უფლება, რომ შექმნან ტელევიზიები და ნაქურდალი ფულით დააფინანსონ ეს ტელევიზიები“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება