fbpx

ნინო ფოჩხუა ქომინსის ქვეყანაში არ შემოშვებაზე: ატრენინგებდა აქაურ აგენტებს, ქვეყნის მტრებს, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის ესროლათ მოლოტოვის კოქტეილები და დაეწვათ პოლიციის მანქანები

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკის მოქალაქის მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემომშვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აკერმანის შემცვლელი, აქაურ მე-5 კოლონას სტუმრობდა და 5 მარტის აქციის ორგანიზებაში ღებულობდა მონაწილეობას.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, უკვე ღია ომზე გადავიდა გლობალური ომის პარტია, გვებრძვიან ურჩობისთვის, არ ერიდებიან ქომინსის მსგავსი ადამიანების გამოგზავნას ქვეყანაში, რომ ქვეყნის ჩამონგრევა უკეთ ასწავლოს აქაურ დესტრუქციულებს.

„ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი ქვეყანაში არ შემოუშვეს. რატომ, რისთვის ამას სამართალდამცველი ორგანოები გაარკვევენ. რაც დღეისთვის ცნობილია აკერმანის შემცვლელი აქაურ მე-5 კოლონას სტუმრობდა და 5 მარტის აქციის ორგანიზებაში ღებულობდა მონაწილეობას ანუ ატრენინგებდა აქაურ აგენტებს და ქვეყნის მტრებს საკუთარი მოქალაქეებისთვის ესროლათ მოლოტოვის კოქტეილები და დაეწვათ პოლიციის მანქანები, ალბათ შეჭრილიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და დაემხოთ ხელისუფლება. რაღაც უცნაურად დაემთხვა მისი მეორედ ჩამოსვლა მოსამართლეების დასანქცირებას.
უკვე ღია ომზე გადავიდა გლობალური ომის პარტია, გვებრძვიან ურჩობისთვის, არ ერიდებიან ქომინსის მსგავსი ადამიანების გამოგზავნას ქვეყანაში, რომ ქვეყნის ჩამონგრევა უკეთ ასწავლოს აქაურ დესტრუქციულებს. დიახ, არ შემოუშვეს, ვინაიდან გამართულად მუშაობს ჩვენი უშიშროების სისტემა და გაშიფრეს ბატონი ქომინსი. ასე იქნება მუდამ, საქართველოს მტრების ადგილი აქ არ არის.“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება