fbpx

ნინო ფოჩხუა: კითხვა- “ომი გინდათ” რომ არ დაგვესვა, მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს? ეს კიდევ ერთხელ პირდაპირი აღიარებაა იმის თუ რას ითხოვენ ჩვენგან შიდა და გარე დესტრუქციული ძალები

როდიდან გახდა ეს ქრონიკულად გაბრუებული ადამიანი წინასწარმეტყველი? აქ ხომ მარტივად არის საქმე, ევროპაში სელფების გადასაღებად და კუბილიუს, ფოტიგებთან მოსალაპარაკებლად ჩასულებმა დაგეგმეს, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის ევროინტეგრაციას და დეკემბერში იქნებ როგორმე არ მიგვაღებინონ კანდიდატის სტატუსი- ამის შესახებ წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ზურა ჯაფარიძის განცხადების შესახებ.

მისი თქმით იმდენი საღად მოაზროვნე მეგობარი ჰყავს საქართველოს ევროსტრუქტურებში, სტატუსსაც მოგვცემენ და სრულუფლებიანი წევრებიც გავხდებით.

„ანუ ეს კითხვა “ომი გინდათ” რომ არ დაგვესვა, მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს? ეს ხომ კიდევ ერთხელ პირდაპირი აღიარებაა იმის თუ რას ითხოვენ ჩვენგან შიდა და გარე დესტრუქციული ძალები. როდიდან გახდა ეს ქრონიკულად გაბრუებული ადამიანი წინასწარმეტყველი?
აქ ხომ მარტივად არის საქმე, ევროპაში სელფების გადასაღებად და კუბილიუს, ფოტიგებთან მოსალაპარაკებლად ჩასულებმა დაგეგმეს, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის ევროინტეგრაციას და დეკემბერში იქნებ როგორმე არ მიგვაღებინონ კანდიდატის სტატუსი, ტყუილად ირჯებიან, ისე მიდის ჩვენი ქვეყნის განვითარება, ისე სრულდება რეფორმები და იმდენი საღად მოაზროვნე მეგობარი ჰყავს საქართველოს ევროსტრუქტურებში, სტატუსსაც მოგვცემენ და სრულუფლებიანი წევრებიც გავხდებით.“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება