fbpx

ნინო ფოჩხუა- ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის მეგობრობა ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროიდან იღებს სათავეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძალზედ მნიშვნელოვანია მსოფლიო გლობალური გამოწვევების ფონზე

ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა რაც აუცილებელია ეკონომიკური წინსვლის და წარმატების, ამას კი მშვიდობა სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ილჰამ ალიევის ვიზიტიც ამის დასტური იქნება- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტზე.

„დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი გვეწვევა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის მეგობრობა ჯერ კიდევ ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროიდან იღებს სათავეს. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძალზედ მნიშვნელოვანია მსოფლიო გლობალური გამოწვევების ფონზე. ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა რაც აუცილებელია ეკონომიკური წინსვლის და წარმატების. ყველა დამეთანხმება, რომ ასეთი ეკონომიკური ზრდა არც ერთი პრემიერის დროს არ ყოფილა, პროგნოზებით ეს გაგრძელდება, ამას კი მშვიდობა სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ილჰამ ალიევის ვიზიტიც ამის დასტური იქნება“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება