fbpx

ნინო ფოჩხუა თემურ ჯანაშიას განცხადებაზე – არ “პრავდება” ბატონო თემურ ეგ ხარჯი, ისევე როგორც სარელაქსაციო მასაჟები, ედუარდის სწავლის დაფინანსება ბიუჯეტის ფულით, ბოკუჩავა-ქობალიას საჩუქრები

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსის პროცედურა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროებოდა.

ექსპერტის თქმით, ბოტოქსი და სხვა ხარჯები, რომელიც სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტის ფულით გადაიხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობით ვერ გამართლდება.

“რატომ, ოფლიანობდა?
დორბლებს ბოტოქსი ვერ შველის და დიდი რაოდენობით თუ გამოეყოფოდა ოფლი, არა და ალბათ გამოეყოფოდა, დამეთანხმება ყველა, ვისაც მისი ჭამა უნახავს, მაშინ შეიძლება ბოტოქსს ეშველა, მაგრამ ასე რომ არ იყო, გადაჭიმული რომ გამოგვეცხადა პროცედურის შემდეგ? არ პრავდება ბატონო თემურ ეგ ხარჯი, ისევე როგორც სარელაქსაციო მასაჟები, ედუარდის სწავლის დაფინანსება ბიუჯეტის ფულით, ბოკუჩავა, ქობალიას საჩუქრები და ა.შ.” – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება