fbpx

ნინო ფოჩხუა – “გაპრავება” ხომ უნდა, თორემ 7 რიცხვის ხსენება ქვეყნის ინტერესის ღალატი რომ არის და რუსეთის სასარგებლო მესიჯბოქსი, სადაო ნამდვილად არ არის

პრემიერმა დღევანდელ გამოსვლაში და შემდეგ ჟურნალისტების დასმულ კითხვებზე გაიხსენა ყველა ის მოვლენა, რაც აგვისტოს ომს უკავშირდებოდა და რა დანაშაულიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის და თავისი ხალხის წინაშე, მაგრამ რად გინდა, შეაყარე კედელს ცერცვი, მთავარია ამ უწიგნურ ჟურნალისტებს რას ჩასჩურჩულებენ ყურსასმენში – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ დისკუსიას.
მისი თქმით, ამ რიცხვებით მანიპულირება კი რუსეთის და ნაცების “გაპრავებაა,” საღად მოაზროვნე ადამიანები არ უნდა წამოეგონ ამ ნარატივს.
„08.08.08
საშინელი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
ჩემთვის უკვე გასაგებია, რატომ სპეკულირებენ ომის დაწყების დღით ახლა, როცა 2008 წლიდან 8 აგვისტოთი ათარიღებდა მაშინდელი ხელისუფლება ომის დაწყებას, ფილმიც (სამარცხვინო) კი გადაიღეს 8 აგვისტოზე.
პასუხი მარტივია, რაც რეზოლუციაში წერია , (7აგვისტო ანუ რუსების სასარგებლო) და ხელი აქვთ მოწერილი მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, “გაპრავება” ხომ უნდა, თორემ 7 რიცხვის ხსენება ქვეყნის ინტერესის ღალატი რომ არის და რუსეთის სასარგებლო მესიჯბოქსი, სადაო ნამდვილად არ არის.
ჯერ იყო და სრული ფსიქოზი შეეყარათ პარტიულ ჟურნალისტებს, როცა რუსეთი ოკუპანტია? ამ შეკითხვით დარბოდნენ ქუჩა-ქუჩა, ახლა ომი 8 აგვისტოს დაიწყო?
საცოდაობაა ამ ახალგაზრდების ყურება, რასაც ჩასძახებენ, იმას რომ იმეორებენ მექანიკურად. ნეტავ ის უვარგისი, რუსი ნაყოფიას დაფინანსებული, ფილმი მაინც არ ახსენდებათ 8 აგვისტოს ომზე? აბა რეზოლუციის წაკითხვა და გაანალიზება რომ მათგან შორს არის არავისთვის არახალია.
პრემიერმა დღევანდელ თავის გამოსვლაში და შემდეგ ჟურნალისტების დასმულ კითხვებზე, გაიხსენა ყველა ის მოვლენა, რაც აგვისტოს ომს უკავშირდებოდა და რა დანაშაულიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის და თავისი ხალხის წინაშე, მაგრამ რად გინდა, შეაყარე კედელს ცერცვი, მთავარია ამ უწიგნურ ჟურნალისტებს რას ჩასჩურჩულებენ ყურსასმენში.
ამ რიცხვებით მანიპულირება კი რუსეთის და ნაცების “გაპრავებაა,” საღად მოაზროვნე ადამიანები არ უნდა წამოეგონ ამ ნარატივს.“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება